მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩიეს

84 ხმით 1-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად მერაბ ტურავა აირჩია. აღნიშნული კანდიდატის არჩევა კანონის შესაბამისად ფარული კენჭისყრით მოხდა.
იურისტი მერაბ ტურავა უზენაეს სასამართლოში 1999 წლიდან მუშაობდა, 2000–2005 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. 2005 წელს მერაბ ტურავამ, ნინო გვენეტაძემ და თამარ ლალიაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლაში საჯაროდ დაადანაშულეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინარულმა კოლეგიამ მათ თანამდებობა 2005 წლის ბოლოს დაატოვებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები