გოგოლაშვილი 21 მარტის აქციაზე: ნებისმიერი სახის დაპირისპირება, ან გამწვავების მცდელობა, თუკი ამას ნებისმიერი მხრიდან ადგილი ექნება, მიუღებელია

ექსპერტი კახა გოგოლაშვილი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ პროტესტს რაიმე სახის პროვოკაცია და სიტუაციის ხელოვნურად გამწვავება არ მოჰყვება.
„აქცია არის საკუთარი დამოკიდებულებისა და პროტესტის გამოხატვის ფორმა და ეს ნორმალურია. ამის გარშემო ფონის დაძაბვა არ არის საჭირო. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი სახის დაპირისპირება, ან გამწვავების მცდელობა, თუკი ამას ნებისმიერი მხრიდან ადგილი ექნება. იმედია, რომ ეს არ მოხდება და აქცია მშვიდობიანად ჩაივლის. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ პროტესტის გამოხატვა მივიღოთ, როგორც დემოკრატიული თავისუფლება. რაც შეეხება დაგეგმილ კონტრაქციებს, ყველას შეუძლია გამოხატოს თავის ნება, მაგრამ სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ამ აქციებს შორის კონტაქტი არ მოხდეს. ეს აქციები უნდა დაშორიშორდეს. სამართალდამცავებმა არცერთ მხარეს პროვოკაციების საშუალება არ უნდა მისცეს“,- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები