რუსეთმა, ჩინეთმა, ანგოლამ და ვენესუელამ ყირიმთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღეს

გაეროს უშიშროების საბჭოს 2-მა მუდმივმა წევრმა – რუსეთმა და ჩინეთმა, ასევე ანგოლამ და ვენესუელამ ყირიმთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღეს. სხდომაში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი და ყირიმელი თათრების მეჯლისის ყოფილი ხელმძღვანელი მუსტაფა ჯამილიოვი მონაწილეობდა. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ამ შეხვედრას „კონტრპროდუქციული და პროვოკაციული“ უწოდა. შეხვედრაზე რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ არსებული სიტუაცია იყო განხილული. კერძოდ, ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები