ლევან ბერძენიშვილს ეროვნული ბიბლიოთეკიდან უნიკალური გამოცემების გაქრობაში ადანაშაულებენ

მწერალ ვაჟა ოთარაშვილის განცხადებით, პროკურატურაში, ლევან ბერძენიშვილის ბიბლიოთეკის დირექტორობის დროს, უნიკალური გამოცემების დაკარგვასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული – ამის შესახებ ოთარაშვილმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბერძენიშვილის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობის პერიოდში, 10 მილიონზე მეტი ღირებულების წიგნის ფონდია დაკარგული.
„ეს ის ბერძენიშვილია, რომელიც დღეს „რესპუბლიკური პარტიიდან“ პარლამენტშია გამოჯგიმული. ძველი თბილისის პროკურატურაში განცხადება შევიდა, რომ საჯარო ბიბლიოთეკიდან და წიგნის პალატიდან 10 მილიონზე მეტი წიგნადი ფონდია დაკარგული, აქ საუბარია უმნიშვნელოვანეს გამოცემებზე, უნიკალურ წიგნებსა და ეროვნულ საგანძურზე, უმნიშვნელოვანეს დისერტაციებსა და გამოგონებებზე, რომელიც როგორც წიგნის პალატაში იყო შენახული, ასევე საჯარო ბიბლიოთეკაშიც. დღეს ეს ყველაფერი აღარ არის – უძვირფასესი გამოცემები დავით გურამიშვილისა თუ სულხან-საბასი“- განაცხადა ოთარაშვილმა. მისივე თქმით, 2014 წელს საჩივარი ბერძენიშვილის წინააღმდეგ მეორედ შეიტანეს, თუმცა ლევან ბერძენიშვილი და მისი ბანდა საჯარო ბიბლიოთეკაში დღესაც მოკალათებულია. „არაფერი გაკეთებულა ამ საქმეზე 2012 წლიდან, იმიტომ რომ პროკურატურასა და შს სამინისტროს ორგანოებში ისევ ის ზონდერები არიან მოკლათებული“, – განაცხადა ოთარაშვილმა.
ამასთან, ოთარაშვილის თქმით, ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ხელს ადებენ ბერძენიშვილს და აცხადებენ, რომ ისინი იქიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ეს ყველაფერი იციან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები