„გიგი უგულავას შიშები დასჩემდა“ – მოათავსებენ თუ არა თბილისის ყოფილ მერს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში?

გიგი უგულავას ფსიქიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა -ამის შესახებ გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს. როგორც წყარო აცხადებს, გიგი უგულავას მწვავე ნევროზი აწუხებს და ციხეში სისტემატურად იღებს ფსიქოტროპულ წამლებს. ინფორმატორის მტკიცებით, დედაქალაქის ყოფილ მერს ნევროპათოლოგის დახმარებაც დასჭირდა.
„გიგი უგულავას ფსიქიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მწვავე ნევროზი აწუხებს და ციხეში სისტემატურად იღებს ფსიქოტროპულ წამლებს. არაერთხელ ნევროპათოლოგის დახმარებაც დასჭირვებია. არ არის გამორიცხული, მალე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაწვენიც გახდეს. გიგი უგულავას, რომელიც გაურკვეველ რელიგიურ ბლოგებს წერს, თურმე შიშებიც დასჩემდა. ხშირად თავის თავს ელაპარაკება, არის დღეები, რომ საერთოდ მუნჯდება და ხმას არ იღებს. მოკლედ, გიგი უგულავა ფსიქიკურად გატყდა, ამის დასტურია კვირას მისი გამოჩენა სასამართლო დარბაზში. ის არა მხოლოდ გამხდარი იყო, მას ხმასა და ინტონაციაში ბზარი ჰქონდა გაჩენილი. მოკლედ, ახლა ის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სააკაშვილისა და “ნაციონალთა“ ლიდერებისთვის. ფსიქიკურად მოტეხილ პატიმარს, რასაც გინდა იმას “დააფქვევინებ“, რა საიდუმლოსაც გინდა ათქმევინებ“, – წერს “კვირის ქრონიკა“.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამიტომ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებაა, რომ გიგი უგულავა, როგორმე ციხიდან გამოიყვანონ და მიაღწიონ იმას, რომ შიდა პატიმრობა მიუსაჯონ.
„უგულავას ეს მდგომარეობა ,,ნაციონალთა“ ლიდერებმა მშვენივრად იციან. მიშა სააკაშვილი და მთელი ,,სანაცეთი“ ახლა მოსალოდნელი განსაცდელის წინაშეა და ეშინიათ, გიგი არ ალაპარაკლდეს. ის რომ ალაპარაკდეს, იმდენი ბობოლა ,,ნაციონალი“ იქნება დასაჭერი, რომ ხელისფლებას მათთვის ახალი ციხის აშენება დასჭირდება. ამიტომაც, თავს ეს უბედურება რომ არ დაატყდეთ, სააკაშვილის ბრძანებაა, რომ უგულავა როგორმე ციხიდან გამოიყვანონ. არავინ იცის, დეპრესიაში მყოფი უგულავა ამ სამი თვის განმავლობაში როდის გატყდება.
მოკლედ, უგულავა ახლა სააკაშვილისა და ,,ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ფსიქიკურად მოტეხილ პატიმარს, რასაც გინდა, იმას დააფქვევინებ, რა საიდუმლოსაც გინდა, იმას ათქმევინებ, საკუთარ ბრალეულობასაც ხომ აღიარებს და ასევე, ყველას ჩააგირავებს, ვინც მასთან ერთად ამ კონკრეტულ დანაშაულებში მონაწილეობდა – დამგეგმავებსაც და შემსრულებლებსაც. ხურდაში კი, ისე, რომ ერთხელ არ შეჩერდება და სიტყვას არ შეწყვეტს, საკუთარი ამფსონების სხვა დანაშაულებსაც მოყვება, ისეთებსაც კი, გამომძიებლები აზრზე რომ არ არიან“, – წერს გაზეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები