საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ

საქართველოს პროკურატურამ თბილისის ყოფილი მერისთვის გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. პროცესი, დღეს 12:30 საათზე გაიმართება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს, პროკურატურას მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს. აღსანიშნავია, რომ ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი დაუმძიმდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები