შსს: ონისე გერგედავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2 მუხლის საფუძველზეა დაკავებული

ონისე გერგედავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2 მუხლის საფუძველზეა დაკავებული, – ამის შესახებ “კვირას” შსს-ში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, გერგედავა დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც უწყებაში აცხადებენ, გერდეგავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობის) მუხლების საფუძველზეა დაკავებული.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, რაგბში საქართველო-რუსეთის თამაშზე კრიმინალურმა პოლიციამ ონისე გერგედავა უკრაინის მიმართ მხარდაჭერისთვის დააკავა. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები