პროკურატურამ სასამართლოს გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა

პროკურატურამ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. ამის შესახებ “კვირას” პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს. პროცესი ხვალ, 12:30 საათზე დაინიშნა. რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეზე სხვა ბრალდებულებს – მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს, პროკურატურას მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოსთვის არ მიუმართავს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენა. როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას კი დაუმძიმდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები