კახა კუკავა: ლადო სადღობელაშვილი ამ ხელისუფლების თეა თუთბერიძეა

პარტია „თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა გაზეთ ,,რეზონანსთან“ მასსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი თაობის“ ლიდერს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. კუკავა სადღობელაშვილს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და ხელისუფლების მიერ შექმნილ ზონდერს უწოდებს.
,,ეს ყოველივე უკავშირდება ჩვენს აქციას ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ამ პერიოდიდან დაიწყო სადღობელაშვილმა ჩემი მისამართით უშვერი ლანძღვა-გინება. ამას არასდროს გამოვხმაურებივარ. ჩვენ პრეტენზიები ბიძინა ივანიშვილს წავუყენეთ, მის მაგივრად კი ლადო სადღობელაშვილი გამოხტა და ჩვენი ლანძღვა-გინება დაიწყო. ეს ყოველივე ადასტურებს იმას, რომ სადღობელაშვილი არის აგენტი – რა თქმა უნდა ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს ეგ და მთლიანად ,,თავისუფალი თაობა.” ეს კი ძალიან ჰგავს ,,ნაციონალების” პერიოდს. სადღობელაშვილი არის ამ ხელისუფლების თეა თუთბერიძე. რაც ,,ნაციონალებმა” თუთბერიძით მოიგეს, იმას მოიგებს ,,ოცნება” სადღობელაშვილით”, – აცხადებს კახა კუკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები