„არავის აქვს უფლება, დეპუტატს მიუთითოს, როგორ უნდა მოიქცეს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის პროცესზე და მის მიმართ დეპუტატების მხარდაჭერის საკითხზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, არავის აქვს უფლება, დეპუტატს მიუთითოს, როგორ უნდა მოიქცეს. რაც შეეხება უშუალოდ კანდიდატს, მიროტაძე ნინო გვენეტაძეს დადებითად ახასიათებს და მიიჩნევს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ის შეძლებს სასამართლო ხალხის და კანონის ინტერესების სადარაჯოზე იყოს.
„ყველა დეპუტატს აქვს უფლება, დასვას კითხვები, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი ცოტა დროში გაიჭიმა, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტულად ნინო გვენეტაძის კანდიდატურას უკავშირდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო, ასე იქნებოდა. მე ნინო გვენეტაძეს პრინციპულ, სამართლიან და კომპეტენტურ ადამიანად ვიცნობ. იცნობს სასამართლო სისტემას და კარგად იცის როგორ უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და როგორ უნდა იყოს ორიენტირებული არა ხელისუფლების, არამედ ადამიანის ინტერესების და კანონიერების დაცვაზე. რა რთულიც არ უნდა იყოს, არცერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. იმ კითხვებსაც უნდა გაეცეს პასუხი, რაც კანდიდატს ზაქარია ქუცნაშვილმა გაუგზავნა. არავის აქვს უფლება, დეპუტატს მიუთითოს, როგორ უნდა მოიქცეს“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.
მიროტაძის ვარაუდით, დიდი ალბათობით პრეზიდენტი და გვენეტაძე პარლამენტში ერთ დღეს, 20 მარტს მივლენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები