სოფელ მუხურში უკანონოდ მოპოვებული ნაძვის ჯიშის ხე-ტყე აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრმოლებმა მორიგი პატრულირებისას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ მუხურის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სამართალდამცველებმა 21 კუბურ მეტრამდე მოცულობის ნაძვის ჯიშის მრგვალი ხე-ტყე (მორი) აღმოაჩინეს.
წინასწარი ინფორმაციით ხე-ტყე უკანონოდ მოპოვებულია სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე.
აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას.