ხობში ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
სამეგრელოში, ხობში ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი მეზობლებმა რკინიგზის სადგურთან ჩამომხრჩვალი იპოვეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოზარდის დედა ბოლო პერიოდში მძიმედ ავადმყოფობდა, რასაც ახალგაზრდა მტკივნეულად აღიქვამდა და სავარაუდოდ, თვითმკვლელობის გადაწყვეტილებაც ამას უკავშირდება.
როგორც „კვირას“-ს შსს–ში განუცხადეს, გამოძიება სს კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.