პროკურატურამ დავით კეზერაშვილს ბრალი დაუმძიმა
მთავარმა პროკურატურამ დავით კეზერაშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ბრალი დაუმძიმა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს საგამოძიებო ორგანო უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, კონკრეტულად საქმე ეხება ბადრი პატარკაციშვილის ქონების საქმეზე დაწყებულ დავებს.
ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ხვალ დილით 10 საათზე 7 ნოემბრის საქმეზე საგამოძიებო ორგანო ბრალს გიგი უგულავას შემდეგ კი შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს დაუმძიმებს.