უგულავას, მერაბიშვილს და კეზერაშვილს 7 ნოემბრის საქმეზე შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ

ცნობილი ხდება, რომ საგამოძიებო ორგანო გიგი უგულავას ბრალს დაუმძიმებს, – ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
როგორც “კურიერი” თბილისის ყოფილ მერის ადვოკატზე დაყრდნობით აცხადებს, გიგი უგულავას ბრალს სავარაუდოდ შვიდი ნოემბრის საქმეზე უმძიმებენ.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ამ საქმეზე გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილს და დავით კეზერაშვილს უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი უკვე წარდგენილი აქვთ, თუმცა სასამართლოს აღმკვეთ ღონისძიებად მათთვის პატიმრობა არ შეუფარდებია.
ადვოკატი აცხადებს, რომ სამივე მათგანს სწორედ შვიდი ნოემბრის საქმეზე უმძიმებენ ბრალს.
“საგამოძიებო ორგანო კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით ცდილობს, გიგი უგულავა წინასწარ პატიმრობაში დატოვოს,” – აცხადებს ადვოკატი, ბექა ბასილაია.
გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ვადა 2 აპრილს ეწურება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები