გიგი უგულავას საქმის არსებითი განხილვა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმის არსებითი განხილვა დასრულდა.
პროცესზე „თბილისის განვითარების ფონდის ეპიზოდზე“ ბრალდების ერთი მოწმე დაიკითხა.
გარდა ამისა, პროკურატურამ ვიდეო– და დოკუმენტური მტკიცებულებები წარმოადგინა.
პროკურორი მალხაზ კაპანაძე მიიჩნევს, რომ დღეს დაკითხულმა პირმა, ცალსახად დააფიქსირა, რომ განსახილველ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი არის მერია.
„მერიამ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მას ამ ქმედებით მიადგა 48 მილიონიანი ზიანი. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერები, სადაც მკაფიოდ ჩანს და იდენტიფიცირდება, თუ როგორ ხდებოდა ბრალდებულების და მათი ნდობით აღჭურვილი პირების მიერ ბანკომატებიდან თანხების გამოტანა“,- განმარტა კაპანაძემ. გიგი უგულავას ადვოკატი გიორგი გელხაური კი აცხადებს, რომ “ეს არ არის ის მოწმე, რომელზეც შეიძლება, ვთქვათ, რომ მან დაადასტურა გიგი უგულავას ბრალეულობა წარდგენილ საქმეში“ გამოძიება თბილისის ყოფილ მერს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებით „თბილისია განვითარების ფონდიდან“ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება. შემდეგი პროცესი 17 მარტისთვის ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები