თელავის სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ ანდრო ბოჭორიშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, პოლიციის თანამშრომლს გიორგი იორამიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, კახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
მთავარი პროკურატურის პრესსსამსახურის ინფორმაციით, გუშინ საღამოს კახეთის საოლქო პროკურატურამ თელავის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა პროკურატურა პანკისის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი იორამიშვილისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა.
კახეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით ითვალისწინებს.