სვანეთში პოლიციელმა სასაზღვრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი მოკლა
მესტიაში მკვლელობა მოხდა. “კვირას“ ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის მოქმედმა თანამშრომელმა კახა მარგიანმა სასაზღვრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი რატიანი ავტომატიდან გასროლით მოკლა.
“კვირას“ ინფორმაციით, კახა მარგიანის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდნენ: “ბილაინის“ ადგილობრივი ფილიალის უფროსი ზ. ჯაფარიძე და აწ უკვე გარდაცვლილი მამაკაცი – სასაზღვრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი რატიანი, რა დროსაც კახა მარგიანსა და “ბილაინის“ ოფისის ხელმძღვანელს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.
გიორგი რატიანი მათ გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მასპინძელმა კახა მარგიანმა ის ავტომატიდან სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილია “ბილაინის“ ადგილობრივი ფილიალის უფროსი ზ. ჯაფარიძე. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.