კახა კუკავა გაათავისუფლეს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
კახა კუკავამ შს სამინისტროს შენობის დატოვების შემდეგ მასსა და ლადო სადღობელაშვილს შორის მომხდარ ინცინდეტზეც ისაუბრა.
„შევდიოდი ადმინისტრაციულ შენობაში, საპატრულო პოლიციაში ჩემი მართვის მოწმობასთან დაკავშირებით. პოლიციელთან ერთად მოდიოდა სადღობელაშვილი, რომელიც შეეცადა თავდასხმას. პოლიციაში განმიმარტეს, რომ სადღობელაშვილი იყო დაკავებული, თუმცა ვხედავდი რომ „ფანტის“ ქილა ეჭირა და ძალიან თავისუფლად მოძრაობდა, როგორც შინაური და მე როგორც საშიში დამნაშავე დამადეს ხელბორკილები“, – განაცხადა კუკავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები