კახა კუკავა დააკავეს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. კუკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში პირად საქმეზე იმყოფებოდა, ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავდათ.
სადღობელაშვილი და კუკავა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რასაც კუკავას დაკავება მოჰყვა. გარდა ამისა, დღეს თბილისში პარლამენტის შენობის წინ “თავისუფალი ზონისა” და “სამართლიანი თაობის” წევრების აქციის დროს „თავისუფალი ზონის“ 4 წევრი დააპატიმრეს. ასევე დაკავებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ქალბატონი, რომელიც უკვე გათავისუფლებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები