“წითელ ხიდზე” ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანა სცადეს
საბაჟო – გამშვები პუნქტის, “წითელი ხიდის” მებაჟე ოფიცრებმა 23 ამპულა ნარკოტიკული მედიკამენტის TRAMADOL-ის შემოტანის ფაქტი გამოააშკარავეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, 11 მარტს მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული საშუალება აზერბაიჯანის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე გ.მ.-ის კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას აღმოაჩინეს. უწყების ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.