კომიტეტების სხდომის დაწყებამდე უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დაწყებამდე უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოხდა.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემელაძემ სხდომაზე მყოფ პირებს აცნობა,რომ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. საცობში მოჰყვა, რის გამოც სხდომა რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყებოდა. ტყემალაძის განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა გააპროტესტა, რომელმაც რეპლიკის სახით აღნიშნა, რომ “მინისტრმა ბევრი გააკეთა და ეტყობა ამიტომ აგვიანდება”. ნადირაშვილს უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ გაჩუმებისკენ მოუწოდა და მას – “ბებია გიჭყავითი” მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები