აქცია ნაძალადევის რაიონის გამგეობასთან – ადგილობრივები ზაზა გაბუნიას გადადგომას ითხოვენ
ნაძალადევის რაიონის გამგეობასთან ადგილობრივებმა გამგებლის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ზაზა გაბუნია დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს. აქციის მონაწილეები, ასევე გამგეობის საკადრო პოლიტიკით არიან უკმაყოფილოები. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ნაძალადევის გამგეობაში თანამშრომლებს არა პროფესიული, არამედ პარტიული ნიშნით არჩევენ.