„პრეზიდენტს კონსულტაციები არასამთავროებთან კი არა, პოლიტიკურ პარტიებთან და პარლამენტთან უნდა გაევლო“

უფლებადამცველმა სოფიო ხორგუანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის პროცესის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები არა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არამედ პოლიტიკურ სობიექტებთან, მთავრობასთან და პარლამენტთან უნდა გაემართა.
„საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მან არასამთავრობო ორგანიზაციებს და ე. წ დაინტერესებულ პირებს სთხოვა და მიმართა, რომ კანდიდატურები წამოეყენებინათ. ეს სრულიად გაუგებარი პროცესია. ვინ არიან ეს დაინტერესებული პირები, საიდან მოვიდა ეს ცნება? პრეზიდენტს პოლიტიკური კონსულტაციები მთავრობასთან, პარლამენტთან, უმცირესობასთან, უმრავლესობასთან, ბიზნესმენებთან უნდა გაევლო და მას შემდეგ უკვე უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა ხორგუანმა.
რაც შეეხება დეპუტატების მხრიდან წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერის საკითხს, ხორგუანის განცხადებით, დეპუტატებმა გადაწყვეტილება საკუთარ სინდისთან შეთანხმებით უნდა მიიღონ. მისი თქმით, კონკრეტული პირი თუ ერთობით მიღებულ გადაწყვეტილებას არ იზიარებს, მაშინ მან პარტია უნდა დატოვოს.
„თუ ის გადაწყვეტილება, რომელსაც შენი პარტია იღებს, ეწინააღმდეგება შენს ღირსებას, სინდისს და ღირებულებებს, მაშინ, კეთილი უნდა ინებო და გამოხვიდე იმ პარტიიდან, – ან ეთანხმები ერთობლივ გადაწყვეტილებას, ან უნდა დატოვო პარტია. განსხვავებულად აზრის გამოთქმა არ ნიშნავს იმას, რომ ფუნდამენტურ ღირებულებებზე შეთანხმება არ არსებობს“,- განაცხადა სოფო ხორგუანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები