„ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს“ – აკა მორჩილაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
12 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლი ბახტრიონზე აკა მორჩილაძის წიგნის „ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს“ პრეზენტაცია გაიმართება.
„ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ოდესმე ვინმე შეკრებდა და გამოსცემდა ამ „ლიბერალურ“ საფეხბურთო მზესუმზირას. რახან მოხდა და ასე გამოდის, ალბათ ეს წიგნაკი არაფერს დააშავებს და მზესუმზირადაც ივარგებს, სახალისოდაც და ახლო წარსულის სურათებსაც გაახსენებს მის გადამფურცლავ ფეხბურთის მოყვარე ხალხს“, – ამბობს აკა მორჩილაძე.
პრეზენტაციაზე, წიგნისა და ავტორის შესახებ დათო ტურაშვილი ისაუბრებს. აკა მორჩილაძის საავტორო სვეტები 2010, 2011, 2014 წლებში ჟურნალ „ლიბერალში“ იბეჭდებოდა. „ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს“ ლიბერალისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ ერთობლივი პროექტია.