წამლებს ქართულ ენაზე ანოტაცია აუცილებლად უნდა ახლდეს

დედაქალაქის საკრებულო, ფარმაცევტულ კომპანიებსა და ფარმაცევტული პრეპარატების ქვეყანაში შემომტანებს ახალ სამართლებრივ რეგულაციებს დაუწესებს: წამლებს აუცილებლად უნდა ახლდეს ანოტაცია ქართულ ენაზე – ამ საკითხზე თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
როგორც კობახიძე ინტერვიუში აღნიშნავს, დღეის მდგომარეობით მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს ამა თუ იმ ფარმაცევტული პროდუქტის ძირითად მახასიათებლებს.
„ვფიქრობთ, მიზანშეწონილი იქნებოდა, მომხმარებელს წვდომა ჰქონდეს ქართულ ენაზე და იმ პროდუქტის, იმ ფარმაცევტული პროდუქტის მახასიათებელი მიიღოს, როგორიცაა სხვა წამლებთან ურთიერთქმედება, მიღების წესი, დოზირება, შენახვის პირობები, გვერდითი მოვლენები და ა.შ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მიმოქცევაში არსებული პროფუქციის უმრავლესობას არ აქვს თანდართული ანიოტაცია ქართულ ენაზე, რაც რეალურად შეუძლებელს ხდის მომხმარებელთა უმრავლესობისთვის, კონკრეტული პროდუქტის შესახებ მიიღოს ინფორმაცია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არ ფლობს ინგლისურ, რუსულ და მით უმეტეს, სხვა უცხო ენას“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მიზანი ისაა, რომ დაწესდეს სამართლებრივი რეგულაციები, რომლითაც მოხდება სამედიცინო და ფარმაცევტული განათლების მქონე პეროსნალისთვის და, ამავდროულად, მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაციის, რომელიც თან უნდა ახლდეს პრეპარატს, სახელმწიფო ენაზე მიწოდება.
„საერთო ჯამში, სიახლე არის ის, რომ როგორც შემომტანს, ასევე გამსაღებელს, დავაკისროთ ავტორიზებული თარგმანის დართვის ვალდებულება. ამასთანავე, მომხმარებლისთვის ფარმაცევტული პროდუქტის ქართულ ენაზე ავტორიზებულ თარგმანთან ერთად მიწოდება, ვფიქრობთ, მთელ რიგ შემთხვევებში უკუჩვენების შემცირებას განაპირობებს. რეგულაციები, რომლებსაც შემოვიღებთ, თანხვედრაში მოვა ევროსტანდარტებთან“,- ამბობს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები