გოგი თოფაძე: პრეზიდენტთან შეხვედრა ვერაფერს გადაწყვეტდა

ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტთან საუბარს ვერ მოვახერხებდით – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის გადადების თემის კომენტირებისას განაცხადა.
„2-3 დღეში პარლამენტში უნდა მოვიდეს. ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტთან საუბარს ვერ მოვახერხებდით. ამ ძალიან მტკივნეულ თემას ეს შეხვედრა ვერ გადაჭრიდა. ეს ამბავი კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე უნდა გაირკვეს”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.
დღეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარების განსახილველად შეხვედრა უნდა გამართულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები