დავით კირკიტაძემ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა

ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ დუმილის უფლება გამოიყენა და ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, – ამის შესახებ “კვირას” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, ბრალდებულმა საგამოძიებო სამსახური დატოვა. კირკიტაძე სამსახურში დღეს, 15:00 საათისთვის დაიბარეს.
ბრალდებული უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. მან შეხვედრამდე მედიასთან კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ ბრალდება, რომელსაც მას უყენებენ, უსაფუძვლოა. ყოფილ გუბერნატორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ბრალის წარდგენის დროს კირკიტაძე აშშ-ში იმყოფებოდა. მას სასამართლომ 10- ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები