მანანა კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის “ მოთხოვნით და “თავისუფალი დემოკრატების“ შეგონებით პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე რიგგარეშე სხდომის დანიშვნის აუცილებლობას ვერ ხედავს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების განხილვა სამუშაო ფორმატში საქმიანად უნდა მოხდეს და რეალურად უნდა ჩატარდეს საკომიტეტო მოსმენა, რასაც პარლამენტი გეგმავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნით და “თავისუფალი დემოკრატების“ შეგონებით, პრეზიდენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ალბათ საინტერესო იქნებოდა, უმრავლესობასთან კონსულტაციაც“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 13 მარტის 12 საათიდან დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები