ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართება

11 მარტს, 17:00 საათზე ნინა სუბლატის სიმღერის Warrior-ის ვიდეორგოლის პრეზენტაცია კაფე Innova-ში გაიმართება. პრეზენტაციას შვედი ქორეოგრაფი და რეჟისორი საშა ჟან ბაპტისტი დაესწრება, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოვიდა. საშა ჟან ბაპტისტი ევროფესტივალის ქართველი მონაწილის რეჟისორია. ევროვიზიის საკონკურსო სიმღერაზე ვიდეორგოლი სტუდია BigCAKE-მა გადაიღო. კლიპის რეჟისორი დავით გოგოხიაა, რომელსაც არაერთ ცნობილ კომპანიასთან უმუშავია. გადაღებისთვის მოწვეული იყვნენ „ლუქს მოდელსის“ მოდელი ნინა ფოცხიშვილი, „ჯეომოდელსის“ მოდელი მარიამ სანოგო, ასევე ქეთა გავაშელი, ლინა წიკლაური და დეა აფციაური. მაყურებელი ვიდეორგოლში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეებსაც იხილავს. ვიდეორგოლის გადაღება საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები