ბრაზილიაში ქართული ფილმების კვირეული გაიმართა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს კინოცენტრის მხარდაჭერით, ბრაზილიაში, რიო- დე -ჟანეიროს კულტურის ცენტრში ქართული ფილმების კვირეული გაიმართა. ქართული ფილმების ჩვენება ბრაზილიაში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს დასრულდა. კინოჩვენებაზე დამსწრე საზოგადოებას ბრაზილიაში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი შეხვდა. გაიმართა დებატები თემაზე „ძველი და ახალი საქართველო – საუკუნეზე მეტი ხნის კინემატოგრაფია“. კინოკვირეულის ფარგლებში ბრაზილიელ მაყურებელს ქართული მხატვრული ფილმები: „ჩემი ბებია“, „გაღმა ნაპირი“, „გაიღიმეთ“, „ფიროსმანი“ და „მონანიება“ უჩვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები