კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება

კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს. 13 მარტს, 10:00 საათზე, ქალაქ ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში ( მის: ი.აბშიძის 26 ), მოეწყობა კონფერენცია თემაზე „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“. მასში მონაწილეობის მისაღებად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწვევს იმერეთის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებს, საინიციატივო ჯგუფებს და კულტურის სფეროთი დაინტერესებულ პირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები