ჩეხეთის პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება გადადო

ჩეხეთის პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება გადადო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ჩეხეთის პარლამენტის გადაწყვეტილების მიზეზი კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ დავაა ქართულ სახელმწიფოსთან. ჩეხური მედიის ცნობით, კომპანიას ქართული მხარე 60 მილიონს ედავება. მათი ცნობით, საქართველომ აღნიშნული თანხის 70 პროცენტზე უარი თქვა, მოლაპარაკება კი დარჩენილ თანხაზე მიმდინარეობს, რომლის დასრულებასაც ჩეხური მხარე ელოდება. ჩეხეთის პარლამენტს საკითხის განხილვა ხვალ უნდა დაეწყო, მაგრამ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესი პირველი აპრილისთვის გადადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები