“ნაციონალების” ლიდერებმა ცოლ-შვილის უცხოეთში გახიზვნა დაიწყეს“

ქრონიკა“: „ნაციონალების“ ლიდერებმა ცოლ-შვილის უცხოეთში გახიზვნა დაიწყეს – ამის შესახებ გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში წერს.
გაზეთი ,,კვირის ქრონიკა,” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ 21 მარტის აქციაზე დიდი არეულობისთვის ემზადება.
წყაროს ცნობით, ოპოზიციური პარტიის გეგმის თანახმად, აქციის დღეს სისხლისღვრაც უნდა მოხდეს, რაც დღევანდელ ხელისუფლებას დაბრალდება.
“იმის შესახებ, რომ “ნაციონალები“ საგაზაფხულოდ აქციებს გეგმავდნენ, პრესაში არაერთხელ დაწერილა, თუმცა აქციების დაწყება აპრილში უკეთესი იქნებოდა, რადგან მარტში მაინც ცივა და ხალხის გარეთ გაჩერება ღამით ორგანიზატორებს შედარებით გაუჭირდებათ. თუმცა, მიხეილ სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნა ყოფილა, რომ აქციები მარტში დაწყებულიყო და მას ამისი მიზეზიც განუმარტავს. ახლა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე დრებითი მშვიდობაა, მაგრამ მეტად მყიფე ვითარებაა. 2-3 თვეში, შესაძლოა, აქ ისეთი ომი ატყდეს, გასასწრებად იყოს საქმე, და თუ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები განახლდება, მერე საერთაშორისო საზოგადოებას ჩვენთვის აღარ ეცლება, მთლიანად უკრაინის მოვლენებზე გადაერთვებიან, ახლა კი, თუ დროულად დავიწყებთ აქციებს, მთელ ყურადღებას ჩვენ მოგვაპყრობენ და პოლიტიკურადაც და საერთაშორისო პიარის თვალსაზრისით, ეს მომგებიანი პერიოდიაო,- შემოუთვლია თანაგუნდელებსთვის სააკაშვილს“,-წერს გაზეთი. გამოცემის ინფორმაციით, ,,ნაციონალების“ გეგმის მიხედვით, 21 მარტის აქციას მსხვერპლი უნდა მოჰყვეს, რაც ხელისუფლებას დაბრალდება. „ნაცმოძრაობის“ თითქმის ყველა ლიდერი ერთ აზრზეა – 21 მარტს რუსთაველზე თუ სისხლი არ დაიღვარა, წასულია ჩვენი საქმე, ივანიშვილი ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს და ამ არჩევნებში სასტიკად დავმარცხდებით, ამიტომ, საქმე არჩევნებამდე არ უნდა მივიყვანოთ და ეს ხელისუფლება რევოლუციის გზით დავამხოთ, რაც მეტი ხალხი დაშავდება, მით უარესი ხელისუფლებისთვის და მით უკეთესი ჩვენთვისო. სააკაშვილს სულ ფეხებზე ჰკიდია, რამდენი ადამიანი შეეწირება მის პოლიტიკურ ამბიციებს. მისთვის მთავარია ხელისუფლება დაიბრუნოს“,-აღნიშნავს გამოცემა.
წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკლშვილი 21 მარტს სისხლისღვრის აუცილებლობას კიდევ ერთი მიზეზით ამართლებს. “სააკაშვილს თანაგუნდელებისთვის უთქვამს, რომ მსხვერპლი აუცილებელია იმისთვისაც, რომ ირაკლი ალასანიასა და ჩვენს პარტნიორ სხვა ლიბერალურ ძალებს საშუალება მიეცეთ, რომ რუსთაველზე გამოვიდნენ, ჩვენს გვერდით ღიად დადგნენ, თუ დაინახეს, რომ ხალხი დაიხოცა, უკვე არ გაუჭირდებათ რუსთაველზე მოსვლა და ჩვენთან დგომა, მერე უკვე აღარავინ არ წამოაძახებთ, რა გინდათ ,,ნაციონალებთანო“, რადგან სახეზე იქნება იმის ნიშნები, რომ ხელისუფლება ხალხზე ძალადობს, ხალხიც კი დაიხოცა და მის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე ყველას ვალი იქნებაო“,-წერს გაზეთი.
წყაროს ცნობით, იმის მოლოდინით, რომ 21 მარტს სისხლისღვრა მოხდება, ,,ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა ოჯახის წევრები უსაფრთხოების თვალსაზრისით, უცხოეთში გაამგზავრეს. ,,ნაციონალები“ დარწმუნებულები არიან, რომ მიზანს მიაღწევენ, სისხლს დაღვრიან და ქვეყანაში რევოლუციურ ტალღას ააგორებენ. ამიტომ, პარტიის ლიდერებმა თადარიგი დაიჭირეს, ზოგმა უკვე გაგზავნა თავისი ოჯახის წევრები უცხოეთში, უმეტესობას კი მათთვის დაჯავშნული აქვთ ბილეთები“,- წერს “კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები