დავით ნარმანია საკრებულოში რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში, მასზე დასწრების მზადყოფნას გამოთქვამს

თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქის საკრებულოში რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში, მასზე დასწრების მზადყოფნას გამოთქვამს.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ის საკრებულოში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მივა.
“მე ვხედავ, რომ ძალიან წვალობს ოპოზიცია და თითოეულ ხელმოწერას დასდევს, მაგრამ ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე ყოველთვის მზად ვარ, მივიდე თბილისის საკრებულოში. ამიტომ თუ ამის შესახებ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებისთვის ეს ცნობილი გახდება”, – განაცხადა ნარმანიამ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები