ირაკლი ღარიბაშვილი ოთარ კობერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობის ოთარ კობერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი მსახიობის ოთარ კობერიძის გარდაცვალების გამო. გამორჩეული ნიჭის და გარეგნობის წყალობით მან ბევრი დაუვიწყარი კინოგმირი შექმნა, რომელიც შეიყვარა მაყურებელმა. თანავუგრძნობ ოთარ კობერიძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს, ქართველ მაყურებელს“, – აღნიშნავს პრემიერი. 90 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მსახიობი ოთარ კობერიძე დღეს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები