ნოდარ ჯავახიშვილი: ფრაზა, რომ მინისტრზე წარმატებულს ვერ ვიტყვი, კონტექსტიდან ამოგლეჯილია

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი „ქრონიკასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ფრაზა: „მინისტრზე წარმატებულს ვერ ვიტყოდი“, – კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და „კვირის პალიტრის“ რედაქციას მიმართავს, ჩანაწერი სრულად გამოაქვეყნოს, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ იგი მინისტრის, გამგებლებისა და გუბერნატორების მიმართ კორექტული იყო.
„გამოცემა „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებული ფრაზა, რომ მინისტრი არ არის წარმატებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილია. მე „კვირის პალიტრის“ ხელმძღვანელობას ვთხოვ, რომ ინტერვიუს სრული სტენოგრამა გამოაქვეყნოს და ყველა, ვინც წაიკითხავს, მიხვდება, რომ ნოდარ ჯავახიშვილი აბსოლუტურად კორექტული იყო მინისტრის, გამგებლების, გუბერნატორებისა და საზოგადოების მისამართით. სამწუხაროდ, ჟურნალისტიკაში ხშირად ხდება, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს აქვეყნებენ, რასაც სხვა მედიასაშუალება იხვევს ხელზე და გაუგებარ, უსაფუძვლო ფონს ქმნიან“, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ნოდარ ჯავახიშვილმა “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ გამგებლების ნაწილი შეთანხმებულნი არიან სამშენებლო კომპანიებთან და ამის დასამტკიცებლად ფაქტები და კომპანიების დახმარება დასჭირდება. მისივე თქმით, თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდება, გამგებლების “თავები დაიყრება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები