არჩილ გამზარდია: GDS -ზე ჩემი ანაზღაურება საკმაოდ მოკრძალებულია

ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა “20/30“ – ის წამყვანი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ ის დამოუკიდებელი ადამიანია და თუკი მას გადაცემაში დამოუკიდებლობას შეუზღუდავენ, გადაცემას დატოვებს. როგორც არჩილ გამზარდია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, მას ამ პროექტიდან საკმაოდ მწირი ანაზღაურება აქვს. ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გადაცემის წამყვანის პოზიციას ლექციების შეკვეცის შედეგად დათანხმდა.
„დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და ვამბობ იმას, რაც სწორად მიმაჩნია, როდესაც ვხედავ აზრის გამოთქმის საშუალება არ მაქვს, იმ გარემოს თამამად ვტოვებ. დღეს რამდენიმე ადგილას ვმუშაობ. ეს პროექტი არ არის ერთადერთი, რომელზეც ჩამოკიდებული ვარ და ჩემი მხრიდან განსაკუთრებული ინტერესია. პირდაპირ გეტყვით, ჩემს ბიუჯეტზე ამ გადაცემის წაყვანა არ აისახება. შეიძლება ნაკლებად დამაჯერებელია, მაგრამ ანაზღაურება საკმაოდ მოკრძალებულია. იმისათვის, რომ ამ სამსახურისთვის დრო დამეთმო, განსაზღვრული ლექციის საათები დავიკელი. უხერხულია, ზუსტად ციფრი დავასახელო, თუმცა, გეტყვით, ჩემი ანაზღაურება დაახლოებით იმდენია, რასაც დაკლებული საათების ანაზღაურებიდან მივიღებდი“, – აცხადებს არჩილ გამზარდია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები