ლადო სადღობელაშვილი “თავისუფალი თაობის” ბათუმის ორგანიზაციას ოფიციალურად ხსნის

ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „თავისუფალმა თაობამ“ ბათუმელი ახალგაზრდების დიდი სურვილის გათვალისწინებით ბათუმის რაიონული ორგანიზაცია გახსნა. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
„ორგანიზაციას უხელმძღვანელებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც წლების განმავლობაში ებრძოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, ესენი არიან: ვახტანგ მითაიშვილი, დავით ლორია და ჯემალ დუაძე. ორგანიზაციის ლიდერები აცხადებენ, რომ უკვე საზოგადოებისათვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს მურმან დუმბაძის ახლო ურთიერთობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათი სურვილი ლევან ვარშალომიძესთან, რომ ერთად ხელში ჩაიგდოს ბათუმში მართვის ორგანოები და ასე დააბრუნონ მმართველობის სადავეებში „ნაცმოძრაობა“. ასევე, როგორც ცნობილი გახდა, 21 მარტამდე „ნაციონალური მოძრაობა“ შეხვედრას გეგმავს ბათუმის მოსახლეობასთან, თუმცა ეს მხოლოდ გამოსამშვიდობებელი ხასითის შეხვედრა იქნება, ვინაიდან იქ, სადაც „თავისუფალი თაობა“ არსებობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ მეტის შანსი არ აქვს “, – აცხადებენ „თავისუფალ თაობაში“. ორგანიზაციის ოფისი ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩა #56-ში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები