უკრაინელი პოლიტოლოგი: ალექსანდრე კვიტაშვილს საერთოდ არაფერი ესმის, ის ბნელი და არასაიმედოა

უკრაინელი პოლიტიკოსის მიხეილ პოგრებინსკის განცხადებით, უკრაინის ამჟამინდელი ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი არაპროფესიონალია. მას საერთოდ არაფერი ესმის. ის ბნელი და არასაიმედოა. პოგრებინსკიმ კვიტაშვილი სამედიცინო დაზღვევის სფეროში განხორციელებული რეფორმებისთვის გააკრიტიკა.
“სამედიცინო დაზღვევის ახლა, ამ პირობებში გაკეთება უსარგებლოა, რადგანც ხალხს პურის ერთი ნაჭრის ყიდვის შესაძლებლობაც კი არ აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მკურნალობას მხოლოდ იმ ადამიანებს ჩაუტარებენ, რომლებიც დაზღვევაში ფულს გადაიხდიან. თუმცა, სადაზღვევო კომპანიებში თანხას ისინი ვერ შეიტანენ, რადგანაც კომუნალური გადასახადების გადახდაც მოუწევთ. ეს ფაქტი ჩვენი ახალი რეფორმების მაგალითია, დანარჩენ რეფორმებთან დაკავშირებითაც იდენტური მდგომარეობაა”,-განაცხადა უკრაინელმა პოლიტოლოგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები