მამუკა არეშიძე: 21 მარტის აქცია პანიკური ღონისძიებაა

ექსპერტი მამუკა არეშიძე 21 მარტს დაგეგმილ აქციას პანიკურ ღონისძიებას უწოდებს. არეშიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ქუჩაში დატესტოს, თუ რა შედეგი გამოიღო მათმა მუშაობამ. ამის შესახებ არეშიძე „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.
„ნაციონალების“ მიზანია ქაოსის შექმნა, ქაოსურ მდგომარეობას „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უკეთ ვერავინ მართავს. ქაოსური მდგომარეობის ფონზე ისინი შეეცდებიან, თავიანთი გუნდი და ელექტორატი შეინარჩუნონ. მათ ზუსტად იციან, რომ დღეს 20 %-ზე მეტს ვერ მოაგროვებენ, ამიტომ ჯერჯერობით ცდილობენ, დარჩნენ ისეთ ძალად, რომელიც გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენას შეძლებს. ხელისუფლებაში დაბრუნების კონკრეტული ვადების დასახელებით უფრო ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ. თუმცა პარალელურად ძალიან სერიოზულად მუშაობენ. იგივე 21 მარტის აქციაც, ეს პანიკური ღონისძიებაა. იმუშავეს და ახლა სურთ, ქუჩაში დატესტონ, რა შედეგს დადებენ. „ნაციონალები“ ქუჩას არ მოეშვებიან, რადგან ეს საქმე იციან“, – განაცხადა არეშიძემ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები