გოჩა რატიანმა დაღუპული სამხედრო კურსანტების ოჯახებს მიუსამძიმრა (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ აშშ-ში დაღუპული რიგითების – სოსო მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძის ოჯახებს პირადად მიუსამძიმრა. გოჩა რატიანმა მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს თანადგომა აღუთქვა. სამხედრო კურსანტები ნიუ – ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა. ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო კურსანტების გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები