ახვლედიანს ბესელიაც აკრიტიკებს და მის განცხადებას არაკორექტულს უწოდებს

 „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მდივნის არმაზ ახვლედიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ თუკი დეპუტატები არ დაემორჩილებიან პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება, ეკა ბესელიაც აკრიტიკებს. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ახვლედიანის განცხადებას არაკორექტულს და არამართებულს უწოდებს. “მე ეს განცხადება არ მომისმენია, მაგრამ წავიკითხე და ასევე მიმაჩნია, რომ იყო არამართებული, არაკორექტული. ასე არ უნდა ელაპარაკებოდე პარლამენტის წევრებს, რომლებიც ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული პირები არიან“,-განაცხადა ბესელიამ. დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს განაცხადა, რომ პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივნისგან არმაზ ახვლედიანისგან აღნიშნული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს. ხუნდაძის პათოსს იზიარებს დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები