“ნაციონალების” აქციას ცნობილი ქალბატონები კონტრაქციით დაუპირისპირდებიან

მსახიობი ლალი ბადურაშვილი საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებს გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან ეხმაურება. როგორც მსახიობი ამბობს, თუ 21 მარტს „ნაციონალები“ ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ, მათ საზოგადოებისთვის ცნობილი ქალბატონები დაუპირისპირდებიან.
„ამათ შორენა, ან მტერთან ხელით მებრძოლი ქალები როგორ მოეწონებათ, ამათ ბაქრაძე მოსწონთ, ომის დროს დანა-ჩანგლებით ბრძოლისკენ რომ მოგვიწოდებდა და თვითონ ჯარისა და შეიარაღებების პატრონი, საზღვარგარეთ გარბოდა. შორენა კოლონკელიძესავით მებრძოლი სული მაქვს, აუცილებლად გამოვალთ და არა მარტო ჩემი თაობა, არამედ ჩვემი შვილების თაობაც! ვისაც ქალაქი იცნობს, ყველა გამწარებულია. ორი ადამიანია, რომელთა დაძახებაზეც გამოვალთ – ეს არიან საქართველოს პატრიარქი და ბიძინა ივანიშვილი. ერს სწორება მხოლოდ ამ ორ ადამიანზე აქვს, დანარჩენების მოწოდება სასაცილოა. ერთსაც დავამატებ, მათ გასაგონად, ვინც ამბობს, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში აღარ უნდა ჩაერისო. ამ ერთ კაცზეა საქართველო ჩამოკიდებული და იმისიც მეშინია, პოლიტიკაში რომ დაბრუნდეს, რა ძალები დაუპირისპირდებიან“! – აცხადებს ლალი ბადურაშვილი.
ამასთანავე, ამავე ინტერვიუში მსახიობი ლალი ბადურაშვილი თანამედროვე პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს და კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ პერსონაჟებს შორის პარალელს ავლებს: „მეფე გიორგის ვერცერთ პოლიტიკოსში ვერ ვხედავ. რაც შეეხება შორენას – მასავით დაუდეგარი ხასიათი აქვს ირმა ინაშვილს. ნიჭიერი, მაგრამ შურიანი ფარსმან სპარსებით სავსეა საქართველო, კონკრეტულ ადამიანს არ დავასახელებ. გვყავს არსაკიძის მსგავსი გენიოსი ხელოვანი, ეს არის რობერტ სტურუა, რომელსაც მარჯვენის მოჭრაზე ნაკლები არ გაუკეთეს, როდესაც თეატრიდან გაათავისუფლეს. ტაძრების აღმშენებლად კი ბიძინა ივანიშვილს მოვიაზრებ, რომელმაც არა მარტო სამება, არამედ კიდევ 400 ეკლესია ააშენა და ერის კონსოლიდაცია მოახდინა. არ დავუშვათ ბიძინასთვის არსაკიძესავით მარჯვენის მოჭრა“,- ამბობს ლალი ბადურაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები