ზვიად კვაჭანტირაძე არმაზ ახვლედიანის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად კვაჭანტირაძე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”პოლიტიკური მდივნის, არმაზ ახვლედიანის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს. “ეს იყო არაადეკვატური განცხადება. არმაზ ახვლედიანი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს გასცდა”, – აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე. როგორც ცნობილია, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ პოლიტსაბჭო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფონზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით შეთანხმდა და უმრავლესობის იმ წარმომადგენლების მიმართ, ვინც გვენეტაძეს მხარს არ დაუჭერს, სანქციები იქნება გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები