თამარ ჭოხონელიძე: ნეტა, ამ ქვეყნიდან წამიყვანა და უკან აღარ მომახედა

მომღერალ თამარ ჭოხონელიძეს საქართველოდან გაქცევა სურს. როგორც ჭოხონელიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ამბობს, იმ ხალხის ერიდება, რომლებიც მათთან ერთად „ქართული ოცნების“ მიტინგებზე იდგნენ.
„ერთმანეთს ჭამენ… ტელევიზორის ყურება აღარ მინდა, მერიდება იმ ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვა, ვინც ჩვენთან ერთად მრავალათასიან მიტინგებზე საათობით იდგა იმის იმედით, რომ ყველაფერი უმოკლეს დროში შეიცვლებოდა… გულწრფელად გითხრათ, ბოლო დროს ხშირად მომსვლია თავში აზრად – ნეტა ამ ქვეყნიდან წამიყვანა და უკან აღარ მომახედა- მეთქი, დიახ, აღარ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ფეხმძიმე ქალებს თელავენ, სადაც პროფესიონალიზმსა და ღირსებაზე მეტად მლიქვნელობა ფასობს…“- აცხადებს თამარ ჭოხონელიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები