“თავისუფალი დემოკრატები” აჭარის მთავრობის გადაყენებას ითხოვენ

„თავისუფალი დემოკრატები“ აჭარის მთავრობის გადაყენების ინიციატივით გამოდიან – ამის შესახებ განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა სულხან ღლონტმა და თემურ კახიძემ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრების განმარტებით, ინიციატივის დაწყების უმთავრესი მიზეზი რეგიონში შექმნილი მძიმე პოლიტიკური კრიზისი და ის პრობლემებია, რომლებიც, მიუხედავად კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებისა, რეგიონისა და მისი მოსახლეობისთვის კვლავ გადაუჭრელია.
„ბოლო პერიოდში აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები, ჩვენი აზრით, არ პასუხობს და არ ეხმიანება რეგიონის წინაშე არსებულ პრობლემებს. ამ ყველაფრის ფონზე განსჯის საგანია, თუ რატომ არ მონაწილეობს თავისუფალი დემოკრატები საკადრო საკითხებში, რომელსაც აყენებს „ნაციონალური მოძრაობა“ და დეპუტაციის ნაწილი. დღეს გვინდა ამომწურავად ვუპასუხოთ ზემოაღნიშნულ შეკითხვას და პრობლემების გადაჭრის ჩვენი ხედვა და ინიციატივა გაგაცნოთ“, – განაცხადა სულხან ღლონტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები