გიორგი ალიბეგაშვილი სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის წარდგენის ცერემონიას დაესწრო

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი „სათანადო საცხოვრისის უფლებაზე“ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის წარდგენის ცერემონიას დაესწრო. სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ ღონისძიებაზე, საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე არსებული სისტემური და ინდივიდუალური ხასიათის პრობლემები განიხილეს.
საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ალიბეგაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით, როდესაც დიდი ლილოს დასახლებაში მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის პროექტი დაამტკიცა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, უსახლკარო პირების თემა გლობალური ხასიათისაა, თუმცა, წარმომადგენლობითი ორგანო, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს აღნიშნული პრობლემის დასაძლევად.
„სათანადო საცხოვრისის უფლებაზე“ საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის სპეციალური ანგარიშის წარდგენის ცერემონიას, დედაქალაქის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე გარემოს დაცვის კომისიების თავმჯდომარეები, ირაკლი ფავლენიშვილი და შორენა ბუხრაშვილი ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები