ია მეტრეველი ბუტა რობაქიძის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას სააკაშვილს და ოქრუაშვილს აკისრებს

ია მეტრეველი შვილის, ბუტა რობაქიძის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აკისრებს. სასამართლოში რობაქიძის საქმეზე დაზარალებულის სტატუსით დაკითხვისას ია მეტრეველმა განაცხადა, რომ 2004 წლის 23 ნოემბერს ბუტა რობაქიძესთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს, რომლებიც შემდგომ დააკავეს, ბარბაროსულად მოექცნენ. მისივე თქმით, პოლიციელებს უსაზღვრო უფლებები სააკაშვილისა და ოქრუაშვილის მიერ გატარებული პოლიტიკის საფუძველზე ჰქონდათ.
“ამ ყველაფერში სააკაშვილია თავი და თავი. მან უთხრა პოლიციელებს, ხელი არ აგიკანკალდეთ, ესროლეთო. 160 ბიჭი დახვრიტეს ქუჩაში. 10 წელი ვიბრძოდი, რომ ეს ჯალათები შემეჩერებინა. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, თქვენს შვილებს რა ცოდვას უტოვებთ. ისეთი შვილი მომიკალით, აუცილებლად გადავა ეს ცოდვა თქვენს მოდგმაზე”, – მიმართა ია მეტრეველმა ბრალდებულებს. ია მეტრეველის განცხადებით, მომაკვდავ ბუტა რობაქიძესთან სასწრაფოს არ უშვებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები