ირმა ინაშვილის სკანდალურ განცხადებას ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით პროკურატურის დაინტერესება ლოგიკურია. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
„ყველა განცხადებაზე გამოძიება ვერ დაიწყება, მაგრამ ამ შემთხვევაში პროკურატურამ მიიჩნია საჭიროდ, რომ დაიბაროს ინაშვილი. მეც ასე მოვიქცეოდი. როდესაც საკმაოდ რეიტინგულ გადაცემაში ასეთი განცხადება კეთდება, მით უმეტეს, ინაშვილი ცნობილი სახეა, თავისთავად ცხადია, ლოგიკურია და სწორია დაბარებულ და გამოკითხულ იქნას იგი.
რამდენად რეალურია ეს განაცხადება, ამაზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. საინტერესო იქნება სრული ინფორმაცია, რაც მას გააჩნია“, – განაცხადა სესიაშვილმა.
გუშინ გადაცემა „იმედის კვირაში“ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ 21 მარტის დაანონსებული აქციის ფარგლებში, პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას ან ბაჩო ახალაიას მოწამლვა იგეგმება. ინაშვილის თქმით, ამის მიზანია, რომ აღნიშნული ფაქტი ხელისუფლებას დაბრალდეს. ინაშვილის თქმით, იგეგმება მისი ლიკვიდაციაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები