სოსო ჯაჭვლიანი: “ქართულ ოცნებას” არც არავინ უწამებია და არც არავინ უჩინჩლავს…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, მოსახლეობა “ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს. ჯაჭვლიანმა ეს განცხადება გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას გააკეთა.
“ეს ჩემთვის სასაცილოა. სამარისაკენ მიექანებიან. მოსახლეობას “ქართულ ოცნებასა“ და ხელისუფლებაზე რა ცუდი განწყობაც არ უნდა ჰქონდეს, “ქართულ ოცნებას“ არც ჯარისკაცი გაუწირავს, არც ომი დაუწყია, არც არავინ უწამებია და არც არავინ უჩინჩლავს, რომ ხალხმა “ნაციონალებისკენ“ იმ დოზით გაიხედოს, რომ ხელისუფლება დაემხოს“, – მიიჩნევს უმრავლესობის წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები